დიაგნოსტიკა
ვამოწმებთ ავტომობილის მდგომარეობას და ვადგენთ, რა სამუშაოა საჭირო.
GMS Tuning — ძრავის მართვის ბლოკის (ECU) ტიუნინგი, დიაგნოსტიკა და პროგრამული მომსახურება თბილისში.
GMS Tuning-ში ვმუშაობთ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ECU პროგრამებზე — სიმძლავრის გაზრდიდან პროგრამული პრობლემების მოგვარებამდე. სამუშაოს თქვენი მიზნისა და ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით ვასრულებთ, დასრულების შემდეგ კი შედეგს ვამოწმებთ.
ასევე ვასრულებთ დიაგნოსტიკას, ბლოკების შეცვლას, კოდირებასა და პროგრამირებას. ვაპროგრამებთ გასაღებებს და ვმუშაობთ გასაღების ამოცნობისა და დაქოქვის მართვის ბლოკებზე (EZS/EIS), მაჩვენებლების დაფებზე (Cluster), ABS-ზე, ძრავის, კოლოფისა და სხვა ელექტრონულ ბლოკებზე — Mercedes-Benz, Ford, Volkswagen, Opel და სხვა მარკებზე, კონკრეტული მოდელისა და სამუშაოს მიხედვით.
დიაგნოსტიკა და პროგრამირება — დეტალურადგამჭვირვალე პროცესი — დიაგნოსტიკიდან საბოლოო შემოწმებამდე იცით, რა სამუშაო სრულდება თქვენს ავტომობილზე და რატომ.
ვამოწმებთ ავტომობილის მდგომარეობას და ვადგენთ, რა სამუშაოა საჭირო.
გიხსნით შემოწმების შედეგებს და თქვენთან ვათანხმებთ საჭირო სამუშაოს.
შეთანხმების მიხედვით ვასრულებთ საჭირო სამუშაოს — ბლოკის შეცვლას, მორგებას, კოდირებას, პროგრამირებას ან ECU ტიუნინგს.
ვამოწმებთ შესრულებული სამუშაოს შედეგს, შესაბამის ფუნქციებსა და შეცდომის კოდებს.
ECU-ს წაკითხვა, ჩაწერა, ფაილის დამუშავება და დიაგნოსტიკა — მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამებით.
ჩვენი აღჭურვილობა და პროგრამები: Alientech KESS3, bFlash, Magic Motorsport FLEX, Autovei, HP Tuners, Diagprog5, WinOLS 5, ECM Titanium, Swiftec, Spectool V2, Abrites, SMOK და XENTRY Diagnosis.
მოგვწერეთ ავტომობილის მონაცემები, აღწერეთ პრობლემა ან სასურველი ცვლილება — კონკრეტული მოდელისა და სამუშაოს მიხედვით შევაფასებთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი.