Stage 2 ტიუნინგი თბილისში

Stage 2 მექანიკურ ცვლილებებზე მორგებული ECU პროგრამა

Stage 2 Tuning — შეცვლილ მექანიკურ ნაწილებზე მორგებული პროგრამული ტიუნინგია სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის გასაზრდელად. ვადგენთ, რომელი ნაწილების შეცვლაა საჭირო, ვამოწმებთ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას და ვამზადებთ ამ ცვლილებებზე მორგებულ ECU პროგრამას.

ნახეთ კალკულატორში საორიენტაციო მატება →

სიმძლავრე და ბრუნვის მომენტი
Stage 2-ის ილუსტრირებული სცენა: ავტომობილი, ძრავის ვიზუალიზაცია და ლეპტოპზე HP/Nm-ის შედარება და ტესტირება

ქარხნული

მაჩვენებლები ქარხნული პროგრამით.

მაჩვენებლები და მოძრაობა საილუსტრაციოა.

მარტივად ახსნილი

რა არის Stage 2 და როგორ მუშაობს?

Stage 2 მექანიკურ ცვლილებებსა და მათზე მორგებულ ECU პროგრამას აერთიანებს. მისი მიზანია სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის გაზრდა შეცვლილი ნაწილების შესაძლებლობების გათვალისწინებით.

შემშვები სისტემისა და ინტერქულერის გაუმჯობესება ჰაერის მიწოდებასა და გაგრილებას ემსახურება. გამშვები სისტემის ცვლილება გამონაბოლქვის ნაკადის წინააღმდეგობას ამცირებს. ECU-ს პროგრამაში დაყენებულ ნაწილებს ვუსადაგებთ საწვავის შეფრქვევას, ტურბოძრავზე — ტურბოს წნევის მართვას, ხოლო ბენზინის ძრავზე — ნარევის აალების დროს.

ჩვენთან დიზელზე Stage 2-ის შესრულების პირობაა DPF-ის, EGR-ისა და AdBlue/SCR-ის გაუქმება — თუ ეს სისტემები ავტომობილზე დაყენებულია.

პროგრამული ცვლილებები

  • საწვავის შეფრქვევის პარამეტრები — შეცვლილი კონფიგურაციის მიხედვით
  • ტურბოს წნევის მართვა — ტურბოძრავებზე, დაყენებული კომპონენტების გათვალისწინებით
  • ნარევის აალების დრო — ბენზინის ძრავებზე
  • ბრუნვის მომენტის მართვა და გაზის პედალზე რეაქცია
  • ძრავის მართვის სხვა პარამეტრები — კონკრეტული ავტომობილისა და პროგრამის მიხედვით

კალიბრაციას დაყენებული ნაწილების, ძრავის, ECU-ს ვერსიისა და საწვავის მიხედვით ვამზადებთ. დატვირთვისას ვამოწმებთ ძრავის მუშაობასა და მიმდინარე მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში კალიბრაციას ვასწორებთ.

კომპონენტები და შესაბამისობა

რა არის საჭირო Stage 2-ისთვის?

  • ჰაერის მიწოდება და გაგრილება

    გაზრდილი დატვირთვისას საკმარისი ჰაერის მიწოდება და გაგრილება. საჭიროების შემთხვევაში იცვლება ჰაერის ფილტრი, შემშვები მილები და ინტერქულერი.

  • გამშვები სისტემა

    Stage 2-ისთვის საჭიროა გამშვები სისტემის შესაბამისი კომპონენტების შეცვლა, რათა გამონაბოლქვი აირები უფრო თავისუფლად გამოვიდეს.

  • საწვავის მიწოდება

    გამართული საწვავის სისტემა, რომელსაც გაზრდილი დატვირთვისას საჭირო რაოდენობის საწვავის მიწოდება შეუძლია. დამატებითი ცვლილებები ძრავსა და სასურველ შედეგზეა დამოკიდებული.

საჭირო მექანიკური ცვლილებები პროგრამის ჩაწერამდე სრულდება. წინასწარ ვამოწმებთ ძრავის შეცდომებსა და მიმდინარე მონაცემებს, საწვავის მიწოდებას, შემშვები სისტემის ჰერმეტულობას, ტურბოსა და გაგრილებას. თუ გაუმართაობა გამოვლინდა, ჯერ მისი მოგვარებაა საჭირო.

ეტაპები

სამუშაოს ოთხი ეტაპი

  1. დიაგნოსტიკა და წაკითხვავამოწმებთ დაყენებულ ნაწილებს, ECU-ს შეცდომებსა და მიმდინარე მონაცემებს. პროგრამას ვკითხულობთ OBD, Bench ან Boot მეთოდით.
  2. ინდივიდუალური კალიბრაციაStage 2 ფაილს დაყენებული ნაწილების, ძრავის, ECU-ს ვერსიისა და საწვავის მიხედვით ვამზადებთ.
  3. პროგრამის ჩაწერადამუშავებულ ფაილს ECU-ში ვწერთ და ჩაწერის დასრულებას ვამოწმებთ.
  4. ტესტირებადატვირთვისას ვამოწმებთ ძრავის მუშაობას, მიმდინარე მონაცემებსა და შეცდომებს. საჭიროების შემთხვევაში კალიბრაციას ვასწორებთ.

კითხვა–პასუხი

ხშირი კითხვები

რომელ ავტომობილებზე კეთდება Stage 2?

Stage 2-ს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ვაკეთებთ — მარკის მიუხედავად. კონკრეტულ ავტომობილზე შესაძლებლობას ძრავის, ECU-ს პროგრამული მხარდაჭერის, დაყენებული ნაწილებისა და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით ვამოწმებთ.

რით განსხვავდება Stage 2 Stage 1-ისგან?

Stage 1 გამართულ ქარხნულ კომპონენტებზე მორგებული პროგრამული კალიბრაციაა. Stage 2 კი შესაბამის მექანიკურ ცვლილებებსა და მათზე მორგებულ პროგრამას ითვალისწინებს. Stage 2-ზე გადასასვლელად Stage 1-ის წინასწარ ჩაწერა აუცილებელი არ არის — საჭიროა შერჩეული პროგრამის შესაბამისი კომპონენტები.

რომელი ნაწილების შეცვლაა საჭირო?

ჩვენთან Stage 2-ისთვის საჭიროა გამშვები სისტემის შესაბამისი კომპონენტების შეცვლა, რათა გამონაბოლქვი აირები უფრო თავისუფლად გამოვიდეს. შემშვები სისტემის, ინტერქულერისა და საწვავის სისტემის დამატებითი ცვლილებები ძრავსა და მიზანზეა დამოკიდებული. ტურბო შეიძლება ქარხნული დარჩეს.

რამდენით გაიზრდება სიმძლავრე და ბრუნვის მომენტი?

მატება დამოკიდებულია ძრავზე, დაყენებულ ნაწილებზე, საწვავსა და ტექნიკურ მდგომარეობაზე. კალკულატორი საორიენტაციო მონაცემებს აჩვენებს. თქვენი ავტომობილის შესაძლებლობას დიაგნოსტიკის შემდეგ ვადგენთ. ფაქტობრივი სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის დასადგენად გაზომვაა საჭირო.

დაგეგმეთ Stage 2 თქვენი ავტომობილისთვის

მოგვწერეთ მოდელი, გამოშვების წელი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი და დაყენებული ან დაგეგმილი ნაწილები. გვითხარით სასურველი შედეგიც — აგიხსნით საჭირო ცვლილებებსა და შემოწმებას. კონსულტაცია უფასოა.

დარეკვა WhatsApp