შესრულებული სამუშაო
Mercedes-Benz W907
2025 · 2.0 ლ · OM654
Stage 1 კალიბრაცია. DPF, EGR, AdBlue, Throttle — პროგრამული გაუქმება.
ნამუშევრის ნახვაStage 1 ტიუნინგი თბილისში
Stage 1 Tuning — სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის გაზრდაზე ორიენტირებული პროგრამული ტიუნინგია დამატებითი მექანიკური მოდიფიკაციის გარეშე. დეტალური დიაგნოსტიკის შემდეგ ვამზადებთ თქვენი ავტომობილისთვის ინდივიდუალურ ECU პროგრამას, გაზის პედალზე რეაქციის გაუმჯობესების გათვალისწინებით.
მაჩვენებლები ქარხნული პროგრამით.
მარტივად ახსნილი
Stage 1 არის სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის გაზრდა ქარხნული ნაწილების შეცვლის გარეშე. ამისთვის ვამუშავებთ ძრავის მართვის ბლოკის (ECU) პროგრამას.
ECU სენსორების მონაცემებით განსაზღვრავს, როგორ იმუშაოს ძრავმა სხვადასხვა ბრუნსა და დატვირთვაზე. მისი პროგრამა მართავს საწვავის შეფრქვევას, ტურბოძრავზე — ტურბოს წნევას, ხოლო ბენზინის ძრავზე — ნარევის აალების დროს.
კალიბრაციის მიზანია უფრო მოქნილი აჩქარება და ბრუნვის მომენტის უკეთ მიწოდება ყოველდღიურ მოძრაობაში. მოსალოდნელი მატება ძრავზე, ECU-ს ვერსიაზე, საწვავსა და ავტომობილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
კალიბრაციას ქარხნული კომპონენტების შესაძლებლობებს ვარგებთ. წინასწარ ვაზუსტებთ გამოსაყენებელ საწვავსა და სასურველ შედეგს, ჩაწერის შემდეგ კი ძრავის მუშაობასა და შესაბამის მონაცემებს ვამოწმებთ.
დინამიკა და მართვა
ძრავის შესაძლებლობაზე მორგებული სიმძლავრის მატება — უფრო მოქნილი აჩქარებისთვის.
მეტი გამწევი ძალა აჩქარებისას და დატვირთვით მოძრაობისას.
გაზის პედალზე რეაქციისა და სიმძლავრის მიწოდების გამართვა.
ტიუნინგი გამართულ ავტომობილზე იწყება. წინასწარ ვამოწმებთ ძრავის შეცდომებსა და მიმდინარე მონაცემებს, საწვავისა და ჰაერის მიწოდების სისტემებს, ტურბოსა და გაგრილებას — შესაბამისი კონფიგურაციის მიხედვით. თუ შემოწმებით გაუმართაობა გამოვლინდა, ჯერ მისი მოგვარებაა საჭირო.
ეტაპები
Stage 1 ძრავის ECU-ს კალიბრაციაა. გადაცემათა კოლოფის პროგრამის ცვლილება ცალკე სამუშაოა და საჭიროების შემთხვევაში წინასწარ ვათანხმებთ.
კითხვა–პასუხი
Stage 1-ს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ვაკეთებთ — მარკის მიუხედავად. კონკრეტულ ავტომობილზე შესაძლებლობას ძრავის, ECU-ს პროგრამული მხარდაჭერისა და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით ვამოწმებთ. ტურბო და ატმოსფერულ ძრავებზე მატება განსხვავდება.
მატება დამოკიდებულია ძრავზე, ქარხნულ კონფიგურაციაზე, საწვავსა და ტექნიკურ მდგომარეობაზე. კალკულატორი საორიენტაციო მონაცემებს აჩვენებს. თქვენი ავტომობილის შესაძლებლობას დიაგნოსტიკის შემდეგ ვადგენთ. ფაქტობრივი სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის დასადგენად გაზომვაა საჭირო.
ტიუნინგამდე ვამოწმებთ ავტომობილის მდგომარეობას და მისი კონფიგურაციის შესაბამის კალიბრაციას ვამზადებთ. გაზრდილი სიმძლავრის გამოყენება ძრავისა და ტრანსმისიის დატვირთვას ზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია გამართული კომპონენტები, შესაბამისი საწვავი და მოვლა. გაუმართაობის აღმოჩენისას ჯერ მისი მოგვარებაა საჭირო.
ხარჯი დამოკიდებულია მართვის სტილზე, დატვირთვაზე, გზის პირობებსა და ავტომობილის მდგომარეობაზე. მშვიდი მართვისას ხარჯი შეიძლება იგივე დარჩეს ან ზოგ შემთხვევაში შემცირდეს. დამატებითი სიმძლავრის ხშირი გამოყენებისას კი შეიძლება გაიზარდოს. ეკონომიას წინასწარ ვერ დაგპირდებით.
შესრულებული სამუშაო
2025 · 2.0 ლ · OM654
Stage 1 კალიბრაცია. DPF, EGR, AdBlue, Throttle — პროგრამული გაუქმება.
ნამუშევრის ნახვამოგვწერეთ მოდელი, გამოშვების წელი, ძრავი და გადაცემათა კოლოფი. გვითხარით, რისი გაუმჯობესება გსურთ — აგიხსნით შესაძლო შედეგს და საჭირო შემოწმებას. კონსულტაცია უფასოა.