ხშირად დასმული კითხვები
პასუხები დიაგნოსტიკის, ბლოკების პროგრამირების, ECU ტიუნინგისა და გარანტიის შესახებ
კითხვები და პასუხები
რა არის ECU ტიუნინგი?
ECU ტიუნინგი ავტომობილის მართვის პროგრამის შეცვლაა. მისი მიზანი შეიძლება იყოს სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის გაზრდა, გაზის პედალზე რეაქციის შეცვლა ან კონკრეტული ფუნქციის მორგება.
მხოლოდ დიაგნოსტიკისთვისაც შემიძლია მოგმართოთ?
კი. დიაგნოსტიკა დამოუკიდებელი მომსახურებაცაა — ტიუნინგის გაკეთება აუცილებელი არ არის. ვამოწმებთ ელექტრონულ სისტემებს, ვკითხულობთ შეცდომის კოდებსა და მიმდინარე მონაცემებს და ვადგენთ გაუმართაობის მიზეზს. საჭირო შემდგომ სამუშაოს წინასწარ გითანხმებთ.
შეცვლილი ბლოკის კოდირება და პროგრამირება შესაძლებელია?
შესაძლებელია შესაბამის ავტომობილსა და ბლოკზე. ვამოწმებთ თავსებადობას, ვასრულებთ საჭირო მორგებას, კოდირებას ან პროგრამირებას და ბოლოს სისტემის მუშაობას ვამოწმებთ. ბლოკის შეძენამდე მოგვწერეთ ავტომობილის მონაცემები და ბლოკის ნომერი ან ეტიკეტის ფოტო.
რა ღირს ECU ტიუნინგი?
ფასი დამოკიდებულია ავტომობილსა და სერვისზე — ECU-ს ტიპსა და სამუშაოს სირთულეზე. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მონაცემები და უფასო კონსულტაციისას ღირებულებას დაგიზუსტებთ.
რამდენ ხანში კეთდება?
ვადა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ECU-ს ტიპზე, ავტომობილის მდგომარეობასა და სამუშაოს სირთულეზე. დეტალებს დიაგნოსტიკის შემდეგ შეგითანხმებთ.
მუშაობთ თუ არა ჩემს მოდელზე?
ვმუშაობთ მრავალი მარკის მსუბუქ და სატვირთო ავტომობილზე. მოგვწერეთ ავტომობილის მონაცემები და სასურველი სამუშაო — შესაძლებლობას კონკრეტული ECU-ს მიხედვით შევაფასებთ. კალკულატორი ტიუნინგის საორიენტაციო მონაცემებს აჩვენებს. მასში მოდელის არარსებობა მომსახურების შეუძლებლობას არ ნიშნავს.
უსაფრთხოა თუ არა Stage 1 ძრავისთვის?
ტიუნინგამდე ვამოწმებთ ავტომობილის მდგომარეობას და მისი კონფიგურაციის შესაბამის კალიბრაციას ვამზადებთ. გაზრდილი სიმძლავრის გამოყენება ძრავისა და ტრანსმისიის დატვირთვას ზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია გამართული კომპონენტები, შესაბამისი საწვავი და მოვლა.
შესაძლებელია თუ არა ქარხნულ პროგრამაზე დაბრუნება?
კი. ორიგინალ პროგრამას ავტომობილის VIN-კოდით ვინახავთ. შენახული ორიგინალით ქარხნულ პროგრამაზე დაბრუნება უფასოა.
რა უნდა გავითვალისწინო DPF/EGR სამუშაომდე?
ჯერ ვადგენთ პრობლემის მიზეზს და სისტემის რეალურ მდგომარეობას. პროგრამული სამუშაო ვერ შეაკეთებს მექანიკურ დაზიანებას. გაწმენდა, შეკეთება და პროგრამული გაუქმება სხვადასხვა სამუშაოა. კონკრეტულ გზას დიაგნოსტიკის შემდეგ განვიხილავთ.
რა გარანტია მოქმედებს?
გარანტია ვრცელდება ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათ შორის კოდირებაზე, პროგრამირებასა და პროგრამული ფაილების დამუშავებაზე.