შესრულებული სამუშაო
Mercedes-Benz W907
2025 · 2.0 ლ · OM654
Stage 1 კალიბრაცია. DPF, EGR, AdBlue, Throttle — პროგრამული გაუქმება.
ნამუშევრის ნახვაჩიპ ტიუნინგი თბილისში
Chip Tuning — ჩიპ ტიუნინგი ძრავის მართვის ბლოკის (ECU) პროგრამის ცვლილებაა თქვენი ავტომობილისა და სასურველი შედეგის მიხედვით. ვზრდით სიმძლავრეს, ვცვლით საჭირო ფუნქციებს ან პროგრამას დაყენებულ ნაწილებს ვარგებთ. ცვლილებებს დიაგნოსტიკის შემდეგ თქვენთან ვათანხმებთ.
ECU-დან პროგრამის წაკითხვის მიმდინარეობა ჩანს ლეპტოპის ეკრანზე.
ორიგინალი პროგრამის წაკითხვა
მარტივად ახსნილი
ჩიპ ტიუნინგი / ECU Remap ძრავის მართვის ბლოკში (ECU) ჩაწერილი პროგრამის შეცვლას ნიშნავს. ამ პროგრამით განისაზღვრება, როგორ იმუშაოს ძრავმა სხვადასხვა დატვირთვასა და რეჟიმში.
ECU სენსორების მონაცემებით მართავს საწვავის შეფრქვევას, ტურბოძრავზე — ტურბოს წნევას, ბენზინის ძრავზე — ნარევის აალების დროს. პროგრამაში ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა ფუნქცია, შეზღუდვა და დიაგნოსტიკის პირობები.
Stage 1 და Stage 2 სიმძლავრის ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებებია. ინდივიდუალური სამუშაო შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ სისტემას, შეცვლილ ნაწილებს ან ფუნქციის პროგრამულ ცვლილებას. შესაფერის მეთოდს ავტომობილისა და მართვის ბლოკის მიხედვით ვარჩევთ.
ცვლილებებს თქვენი მოთხოვნის, ECU-ს ტიპისა და პროგრამული ვერსიის მიხედვით ვარჩევთ. ვითვალისწინებთ დაყენებულ ნაწილებსა და უკვე შესრულებულ პროგრამულ ცვლილებებს.
მოთხოვნა და შესაძლებლობა
სიმძლავრის მატება და გაზის პედალზე რეაქციის გაუმჯობესება — უფრო მოქნილი აჩქარებისთვის, ძრავის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
პროგრამის მორგება ყოველდღიურ დატვირთვასა და მოძრაობის პირობებზე, საწვავის უფრო ეკონომიური გამოყენებისთვის.
მხარდაჭერილი ფუნქციის ჩართვა, გამორთვა ან შეზღუდვის შეცვლა — პრობლემის მიზეზისა და ECU-ს შესაძლებლობის მიხედვით.
პროგრამის მორგება დაყენებულ ნაწილებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნაზე. განვიხილავთ სიაში არმყოფ სამუშაოსაც.
პროგრამა მექანიკურ შეკეთებას ვერ ჩაანაცვლებს. სამუშაომდე ვამოწმებთ ტექნიკურ მდგომარეობას. გამოვლენილი მექანიკური გაუმართაობა ცალკე შეკეთებას საჭიროებს.
ადგილზე მომსახურება
ფაილ სერვისი ტიუნერებისთვის. გამოგვიგზავნეთ ECU-დან წაკითხული ფაილი, ავტომობილის მონაცემები და სასურველი ცვლილება. ფაილს კონკრეტული ECU-სა და თქვენი ამოცანის მიხედვით მოვამზადებთ.
კითხვა–პასუხი
ვმუშაობთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე — მარკის მიუხედავად. კონკრეტული სამუშაოს მხარდაჭერას ძრავის, ECU-ს ტიპის, პროგრამული ვერსიისა და არსებული ცვლილებების მიხედვით ვადგენთ.
არა. ჯერ ვადგენთ შეცდომის მიზეზს. მიზეზის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს პროგრამული ცვლილება, ნაწილის გაწმენდა, შეკეთება ან შეცვლა. შეცდომის კოდის გამორთვა დაზიანებულ ნაწილს ვერ აღადგენს. შესასრულებელ სამუშაოს დიაგნოსტიკის შემდეგ ვათანხმებთ.
დიახ, ფაილ სერვისს ტიუნერებს ვთავაზობთ. მოგვაწოდეთ ECU-დან წაკითხული ფაილი, მოდელი, წელი, ძრავი, ECU-ს მონაცემები, წინა ცვლილებები და სასურველი სამუშაო. ფაილის ფორმატსა და წაკითხვის მეთოდს წინასწარ ვათანხმებთ.
კალკულატორი სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის საორიენტაციო მატებას აჩვენებს. ფაქტობრივი შედეგი გაზომვით დგინდება და დამოკიდებულია ძრავზე, ECU-ზე, საწვავსა და ტექნიკურ მდგომარეობაზე. საწვავის ხარჯზე მართვის სტილი და მარშრუტიც მოქმედებს.
შესრულებული სამუშაო
2025 · 2.0 ლ · OM654
Stage 1 კალიბრაცია. DPF, EGR, AdBlue, Throttle — პროგრამული გაუქმება.
ნამუშევრის ნახვამოგვწერეთ მოდელი, წელი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი და სასურველი სამუშაო. დაურთეთ შეცდომის კოდები და ინფორმაცია უკვე შესრულებული ცვლილებების შესახებ, თუ გაქვთ. კონსულტაცია უფასოა.