GMS TOOL-ის მოდულისატესტო რეჟიმი

W907 TOOL — R7F701414 / R7F701411

კლასტერთან პირდაპირი კავშირი, EEPROM/Flash ფაილების დამუშავება, მონაცემების აღდგენა და კოდირება — W907-ის კლასტერსა და ECU ბლოკებთან მუშაობის შესაძლებლობები ერთ მოდულში.

მოდული სატესტო რეჟიმშია და მალე ხელმისაწვდომი იქნება შესაძენად.

W907 TOOL-ის სამუშაო ეკრანი: კლასტერის მონაცემები და მოდულის ფუნქციები

ფუნქციები

  1. Live Cluster

    Live Cluster-ით შეგიძლიათ J2534 ადაპტერის საშუალებით უშუალოდ კლასტერთან დაკავშირება, EEPROM-ის წაკითხვა და ჩაწერა, გარბენისა და SSID-ის მონაცემებთან მუშაობა. ასევე შეგიძლიათ კლასტერი დააბრუნოთ ქარხნულ პარამეტრებზე, ავტომობილზე მიაბათ როგორც ახალი და ისარგებლოთ კლასტერთან მუშაობისთვის საჭირო მრავალი სხვა ფუნქციით.

  2. CAN Tester

    CAN Tester-ით შეგიძლიათ J2534 ადაპტერისა და OBD კავშირის გამოყენებით კლასტერი მაგიდაზევე შეამოწმოთ — მართოთ ვირტუალური საჭის ღილაკებით, გადართოთ ანთების რეჟიმები და დააკვირდეთ მის რეაქციას.

  3. Prepare Flash

    ჩვენი Flash Unlock ფუნქციით შეგიძლიათ განბლოკოთ R7F701414 და R7F701411 მიკროკონტროლერები და მიიღოთ სრული წვდომა კლასტერის EEPROM-ზე — მომზადებული Flash-ის ჩაწერის შემდეგ მის წაკითხვასა და ჩაწერას OBD-ის საშუალებით შეძლებთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამორთოთ გარბენის სინქრონიზაციაც — Mileage Sync Off.

  4. Converter — 64 KB → 11 KB

    ჩვენი კონვერტერით შეგიძლიათ 64 KB DataFlash ფაილი გარდაქმნათ 11 KB EEPROM ფაილად და მის მონაცემებთან მუშაობა ჩვენსავე პროგრამაში გააგრძელოთ.

  5. Repair Odometer

    Repair Odometer-ით შეგიძლიათ ჩატვირთულ EEPROM ფაილში ნახოთ გარბენის მონაცემები და საჭიროებისამებრ აღადგინოთ ისინი.

  6. Repair SSID

    Repair SSID-ით შეგიძლიათ ჩატვირთულ EEPROM ფაილში ნახოთ SSID-ის მონაცემები და საჭიროებისამებრ აღადგინოთ ისინი.

  7. Coding

    Coding-ით შეგიძლიათ ჩატვირთულ EEPROM ფაილში ნახოთ და შეცვალოთ კლასტერის კოდირება, ასევე გადაიტანოთ ის სხვა თავსებად EEPROM ფაილში.

  8. Service History

    Service History-ით შეგიძლიათ ნახოთ ჩატვირთულ EEPROM ფაილში შენახული სერვისის ისტორია და საჭიროებისამებრ განაახლოთ ან მოაწესრიგოთ მისი ჩანაწერები.

  9. Renew

    Renew-ით შეგიძლიათ კლასტერი დააბრუნოთ ქარხნულ პარამეტრებზე და შემდეგ ჩვენივე პროგრამით ავტომობილზე მიაბათ, როგორც ახალი კლასტერი.

  10. File Database

    File Database-ით შეგიძლიათ ნაწილის ნომრის (Part Number) მიხედვით ჩვენი პროგრამის ბაზაში მარტივად მოძებნოთ შესაბამისი ფაილები.

  11. Mileage Repair — ECU

    ECU ბლოკში შენახული გარბენის მონაცემების აღდგენა.

  12. IMMO OFF — ECU

    იმობილაიზერის ფუნქციის გამორთვა.

  13. VIN Repair — ECU

    ECU ბლოკში შენახული ავტომობილის VIN-კოდის აღდგენა.

  14. DTC Delete — ECU

    დიაგნოსტიკური შეცდომის კოდების (DTC) წაშლა.

  15. FBS Data Transfer — ECU

    FBS მონაცემების გადატანა თავსებად ECU ბლოკებს შორის.

← ყველა თული
დარეკვა WhatsApp